ეროვნული ლიგა | ქართული კლასიკო თბილისური აქცენტით - „დინამომ“ ქუთაისში 10-კაციანი „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT
78-ე ქართულ კლასიკოში ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და პირველივე ტაიმში მომხდარი ინციდენტის გამო დამარცხდა.
მასპინძლებისთვის მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო. უკვე მე-16 წუთზე კაცნაკლული დარჩა. მეკარესთან პირისპირ „დინამოს“ თავდამსხმელი თორნიკე ახვლედიანი გადიოდა, რომელიც მასპინძელთა მეკარე დინო ჰამზიჩმა მოცელა და მოედნიდან გააძევეს.
10 მოთამაშით დარჩენილი „ტორპედო“, რომელსაც ისედაც შეთამაშების პრობლემა ჰქონდა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით მეორე ტაიმში ისარგებლეს – 48-ე წუთზე, მილან რადინის გადაცემა თორნიკე ახვლედიანმა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა 1:0.
70-ე წუთზე „დინამომ“ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 18 წლის ლუკა გაგნიძემ, რომელმაც თამაშის შესანიშნავად ჩაატარა, კუთხური შეასრულა, საიმონ ბენიომ მცველებს დაასწრო და ზუსტი თავურით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა და „დინამომ“ სეზონში პირველი გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან მოიპოვა.
„ტორპედო“ – „დინამო“ თბ 0:2
გოლები: 0:1 თ. ახვლედიანი (48. რადინის პასით), 0:2 ბენიო (70. გაგნიძის პასით)
05. 03. 2021. ქუთაისი. „რამაზ შენგელია – არენა“
„ტორპედო“: ჰამზიჩი – მირცხულავა, ქაფიანიძე (73. შარვაშიძე), ტუიჩიბაევი – ტაბატაძე (73. ინკუმი), მამასახლისი (83. ძარია), რეკიში, ბუკასი, ნადარაია – ზიდანი, სალაკუ (18. შოვნაძე)
„დინამო“: კვასხვაძე – პაპავა, ბენიო, მონხილი – სპორკსლედე (90+2. იაშვილი), მექვაბიშვილი (85. კუცია), რადინი, თ. ახვლედიანი (72. ქარდავა) – ლ.გაგნიძე – მარუშიჩი (85. კასტრო), გაბედავა (90+2. კეიტა)
მთავარი არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
გაფრთხილებები: პაპავა (90+1), ბუკასი (90+4)
გაძევება: ჰამზიჩი (16)