დღეს, ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-6 ტურის მატჩები დაიწყება, რომელიც სამ დღეს გასტანს.
პირველი შეხვედრა დღეს თბილისში, ”მიხეილ მესხზე” გაიმართება – ”რუსთავი” ფოთის ”კოლხეთი 1913”-ს 16:30-ზე მიიღებს.
შაბათი, 14 აპრილს ორი მატჩი დაიგეგმა: თბილისის ”ლოკომოტივი” ”მიხეილ მესხი 2”-ზე ბოლნისის ”სიონს” 16:30 უმასპინძლებს. ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ თამაშს ქუთაისის ”რამაზ შენგელია არენაზე” შედგება – 19:00 საათზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ”ტორპედო” საქართველოს თასის მფლობელ საჩხერეს ”ჩიხურას” დაუპირისპირდება.
ტური კვირას, 15 აპრილს დასრულდება. ლანჩხუთის სტადიონზე სამტრედია გორის ”დილას” მიიღებს, ”დინამო-არენაზე” კი, ტურის ცენტრალურ მატჩში, ერთმანეთს თბილისის ‘დინამო’ და ‘საბურთალო’ დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდს 12-12 ქულა დაქვს და გათამაშებას ლიდერობენ.
ამდენად, ამ შეხვედრამ, შესაძლოა, ლიდერთა ჯგუფში ცვლილება შეიტანოს. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.