ეროვნული ლიგა | მაისის თვის ხუთი საუკეთესო გოლი - უმრავლესობა ბათუმში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მაისის თვის საუკეთესო გოლის გამოვლენა დაიწყო და გულშემატკივრებს ასარჩევად ხუთი საუკეთესო გოლი შესთავაზა.
მაისის თვის 5 საუკეთესოში მართლაც გამორჩეული შესრულებით გატანილი გოლები დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 4 გოლი 17 მაისს, მე-14 ტურის ერთ შეხვედრაში გავიდა – ბათუმის „დინამომ“ თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და 7:2 დაამარცხა.
1 – თორნიკე გაფრინდაშილის მიერ თბილისის „ლოკომოტივის“ კარში გატანილი გოლი – ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა კარი მაკრატელათი აიღო.
2 – ზურიკო დავითაშვილის გოლი „ლოკომოტივის“ კარში. საქართველოს ნაკრების შემტევმა გზად რამდენიმე მცველი ეფექტურად ჩამოიტოვა და ზუსტად დაარტყა.
3 – გიორგი იაკობიძის მიერ „გაგრას“ კარში გატანილი გოლი. თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა გადაცემა თანაგუნდელისგან ქუსლით მიიღო, თავად კი უხერხული პოზიციიდან ძალიან ეფექტურად დაარტყა.
4 – გიორგი ქველაძის გოლი ბათუმის „დინამოსთან“ მატჩში. თბილისის „ლოკომოტივის“ მცველი შეტევაში ჩაერთო და ძალიან ეფექტურად გაიტანა.
5 – იმედა აშორტიას გოლი „დინამო თბილისის“ კარში. „თელავის“ თავდამსხმელის შესრულებული საჯარიმო დარტყმა უზუსტესი და ძალიან ეფექტური გამოდგა.