ეროვნული ლიგა | ლუკა ხორხელი მესამე წრის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
ლუკა ხორხელი ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშეა – წყალტუბოს „სამგურალის“ ნახევარმცველი ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა აღიარა.
24 წლის ნახევარმცველმა მესამე წრის 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე გადაცემა შეასრულა – ანუ ყოველ თამაშში ლუკა ხორხელმა 1 საგოლე მოქმედებით გამოიჩინა თავი, რაც ძალიან მაღალი შედეგიანობაა.
ისიც აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს „სამგურალმა“ მესამე წრეში სულ 18 გოლი გაიტანა, ლუკა ხორხელი კი გოლების ნახევარში მონაწილეობდა. ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარება, რა თქმა უნდა, დამსახურებულია.
ლუკა ხორხელმა კარიერა ბოლნისის „სიონში“ 2021 წელს დაიწყო. „სამგურალში“ 2023 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 22 თამაში ჩაატარა და მის ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე პასია.