ეროვნული ლიგა | „კოლხეთმა“ „გაგრა“ აბუაშვილის დუბლით დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 21-ე ტური ფოთის „კოლხეთის“ და „გაგრის“ მატჩით დაიწო, რომელიც ფოთელებმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოიგეს.
ქობულეთში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში „კოლხეთი“ 36-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა ეფექტური დარტყმით დააწინაურა, მაგრამ ორი წუთში „გაგრამ“ წონასწორობა ნოდარ ქავთარაძის მიერ გატანილი ლამაზი გოლით აღადგინა.
მეორე ნახევარში ფოთის „კოლხეთს“ წინ გასვლის რეალური შანსი ჰქონდა – ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ მასპინძლებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ ერეკლე ჯიჯავაძის დარტყმა ოლეკსანდრ ვორობეიმ მოიგერია.
85-ე წუთზე აბუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ზუსტი დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა და „კოლხეთი“ მეორედ დააწინაურა. 21 წლის ფეხბურთელს ჰეთთრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ „გაგრა“ მეკარემ გადაარჩინა.
21 ტურის შემდეგ „კოლხეთმა“ 27 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ მერვე პოზიციაზეა.