ეროვნული ლიგა | „კოლხეთისა“ და „სამტრედიის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში ფოთის „კოლხეთისა“ და „სამტრედიის“ შეხვედრა უამინდობის გამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, საბოლოოდ კი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა – 0:0.
სტუმრებმა 23-ე წუთზე „კოლხეთს“ გაუტანეს, მაგრამ ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ რატი არდაზიშვილის მიერ გატანილი გოლი არ ჩაითვალა. სამტრედიელებს დაწინაურება მეორე ტაიმის დასაწყისშიც შეეძლოთ, მაგრამ 48-ე წუთზე კვლავ არდაზიშვილს არ გაუმართლა – მან პენალტი დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
გოლის გატანის შანსი ფოთელებსაც ჰქონდათ, კარგად ითამაშა „კოლხეთის“ ნახევარმცველმა, ერეკლე ჯიჯავაძემ, რომელმაც კარში ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და სტუმრები გადარჩნენ.
29 ტურის შემდეგ „კოლხეთი“ 30 ქულით მე-7 ადგილზეა, „სამტრედია“ (26) კი ქულებით „გაგრას“ დაეწია, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფ „თელავს“ (24) ორი ქულით გაადასწრო.