ეროვნული ლიგა | კაპინკოვსკის წარმატებული დებიუტი - აუტსაიდერთა დაპირისპირების ბედი აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა გადაწყვიტა #1TVSPORT
„კავკასიონი არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის მეათე ტურში აუტსაიდერების დაპირისპირების ბედი ბოლო წამზე გადაწყდა – „თელავმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
„თელავი“ – „სამტრედია“ 0:1
გოლები: 0:1 აბდულა ხაიბულაევი (90+6)
ორივე გუნდი მოედანზე უცხოელმა სპეციალისტმა გაიყვანა, რაც ეროვნული ლიგისთვის იშვიათი მოვლენაა. „თელავს“ რამდენიმე ტურია, სომეხი ვარდან მინასიანი ავარჯიშებს, „სამტრედიამ“ კი პირველად ითამაშა ჩრდილომაკედონიელის, დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით.
მეორე ნახევარში „თელავი“ უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ მატჩის შედეგი ბოლო წამებზე „სამტრედიას“ აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა, აბდულა ხაიბულაევმა გადაწყვიტა. „თელავის“ მცველმა საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი ვერ მოიგერია, სტუმართა ნახევარმცველმა კი მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და „სამტრედიას“ გამარჯვება მოუტანა 0:1.
ათი ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ შვიდი ქულა მოიპოვა, მეშვიდე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო „თელავი“ ამ წაგებით ბოლო, მეათე ადგილზე დააქვეითა.