კვირას, 6 ნოემბერს, იმერული დერბია. ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალი“, საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ,,ტორპედოს” უმასპინძლებს.
გიორგი მიქაძის გუნდი ამ პრინციპული დაპირისპირებისთვის სრული დატვირთვით ემზადება. აღნიშნული მატჩისთვის „სამგურალს“ ორი წამყვანი მოთამაშე უბრუნდება – 26 წლის ნიგერიელი მცველი ლუქმან გილმორი და 23 წლის თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია – წყალტუბოს „სამგურალი“ 52 ქულით მესამე ადგილზეა, „ტორპედო” კი მას სამი ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ევროსაგზურისთვის იბრძვიან.
„სამგურალისა“ და „ტორპედოს“ მატჩი წყალტუბოს “26 მაისის” სახელობის სტადიონზე, 6 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.