ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ „დინამო თბილისი“ დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის მორიგი შეხვედრა თბილისურ კლუბებს შორის გაიმართა – „იბერიამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.
მატჩის გმირი შეიკნე სილა გახდა, რომელმაც მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 30 წუთზე დუბლი შეასრულა და „იბერიამ“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – ორივე შემთხვევაში „დინამოს“ დაცვა „ჩავარდა“.
39-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილის წაქცევისთვის „იბერიამ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც გუნდის კაპიტანმა, გიორგი კოხრეიძემ უნაკლოდ შეასრულა და მასპინძლებმა თამაშის ბედი, ფაქტობრივად, შესვენებამდე გადაწყვიტეს.
მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. „საბურთალომ“ 39 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და ბათუმის „დინამოსთან“ უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა, ხოლო „დინამო თბილისი“ (25) მისთვის უჩვეულო, მე-7 პოზიციაზეა.