ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა და მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. „იბერიამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში „იბერიამ“ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „პეტრიაშვილი არენაზე“ მიიღო და დაძაბული პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა. 45+1-ე წუთზე ცოტნე კაპანაძის წამოწყებული და იური ტაბატაძის განვითარებული იერიში შეიკნე სილამ დააგვირგვინა.
თბილისელებმა უპირატესობა მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაზარდეს. 67-ე წუთზე, „იბერიის“ კუთხურის შემდეგ ბურთს ნიდერლანდელი მცველი დერეკ აგიაკვა გადაეფარა და კურიოზული გოლის ავტორი გახდა. საბოლოო ანგარიში კი 90+2-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილმა დააფიქსირა.
24 ტურის შემდეგ „იბერია“ 45 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა, ლიდერ გორის „დილასთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა, ხოლო მსამეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ სამი ქულით გადაასწრო. ბათუმის „დინამო“ (35) მეოთხე პოზიციაზეა.