ეროვნული ლიგა განახლდა - „კავკასიონი არენაზე“ ქულები გადანაწილდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა – ევროტურნირებით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონატი 21-ე ტურის მატჩით განახლდა. „თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა ფრედ დაასრულა.
„კავკასიონი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები მოედანზე პირველად გაიყვანა გია ცეცაძემ, რომლის გუნდსაც მატჩის დროს თამაშის შემოტრიალება მოუხდა, რადგან ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს „სამგურალმა“ გახსნა.
45+3-ე წუთზე, საჯარამო მარჯვენა ფლანგიდან ჯეფერსონ ჯერალდომ შეასრულა. ბურთი კარისკენ ისე წავიდა, ვერავინ მოიგერია. მასპინძელთა ნახევარმცველი სტრაჰინია პავიშიჩი ვითარების განმუხტვას შეეცადა და საკუთარ კარში ჩაჭრა.
„ელაველებმა წონასწორობის აღდგენა მეორე ნახევარში მოახერხეს. 58-ე წუთზე, ლაშა ქოჩლაძის პასის შემდეგ, გიორგი კვერნაძე ორ მცველს შორის გაძვრა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსი გოლად აქცია 1:1.
საბოლოოდ, თამაში ასეც დასრულდა – 21 ტურის შემდეგ დაგროვებული 37 ქულით წყალტუბოს „სამგურალმა“ მესამე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „თელავი“ (26) მე-6 ადგილზე დარჩა.