ეროვნული ლიგა | ფრე იმერულ დერბიში, დემჩენკოს დებიუტი წარმატებული გამოდგა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ორი მატჩი დღეს გაიმართა – წყალტუბოს „26 მაისი არენამ“ იმერულ დერბის უმასპინძლა – „სამგურალი“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და მეტოქესთან ქულები გაინაწილა – 0:0.
ბათუმის „დინამოში“ კი ანდრეი დემჩენკოს სამწვრთნელო დებიუტი წარმატებული გამოდგა. გორის „დილას“ ყოფილი დამრიგებლის ხელმძღვანელობით აჭარლები თბილისში „პეტრო არენაზე“ „გაგრას“ ესტუმრნენ და 2:0 დაამარცხეს.
თუმცა „გაგრას“ ქულის მოპოვება შეეძლო – 90 წუთი უგოლოდ დასრულდა და ბათუმელებმა ანგარიში მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ დროში გახსნეს.
90+1-ე წუთზე, ცოტნე ფაცაციას ფლანგური გადაცემის მოგერიებისას ერეკლე სულთანიშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 90+5-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში პაატა ღუდუშაურმა დააფიქსირა.
ეროვნული ლიგა
1. დინამო ბთ 49
2. საბურთალო 42
3. დინამო თბ 41
4. დილა 40
5. სამგურალი 39
6. ტორპედო 34
7. თელავი 21
8. გაგრა 18
9. სამტრედია 13
10. შუქურა 7