ეროვნული ლიგა | ფოთის „კოლხეთი“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუზავდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ფოთის „კოლხეთმა“ უშუალო კონკურენტს, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1.
ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში ანგარიში სწრაფად გაიხსნა. პირველივე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გიგი აბუაშვილის გადაცემით ლაშა კოხრეიძემ ისარგებლა და ფოთის „კოლხეთი“ დააწინაურა.
შესვენების შემდეგ „სამგურალმა“ თამაშის გადასარჩენად დიდი ძალებით შეუტია და მიზანს მიაღწია. ჯეფერსონ ჯერალდოს გადაცემა საჯარიმოში ფერნანდო ბულიმ მიიღო და მახვილი კუთხიდან შორეულ კუთხეში დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
31 ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთმა“ 31 ქულა დააგროვა, მე-7 პოზიციაზე დარჩა და მე-6 ადგილზე მყოფ წყალტუბოს „სამგურალს“(33) ვერ გადაასწრო.