ეროვნული ლიგა ფინიშისკენ მიდის - ცენტრალური მატჩი მეორე არხზე
ეროვნული ლიგა ფინიშისკენ მიდის - ცენტრალური მატჩი მეორე არხზე

დღეს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 30-ე ტური იწყება. პირველი მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართება, სადაც „რუსთავი“ 15:00 საათზე საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლებს.

შაბათს, 27 ოქტომბერს, სამი მატჩი დაიგეგმა: ფოთის „კოლხეთი 1913“ შინ, 15:00 საათზე, ბოლნისის „სიონს“ ეთამაშება. ეს ფოთელებისთვის ერთ-ერთი ბოლო შანსია, ეროვნულ ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს, წაგების შემთხვევაში კი, დიდი ალბთობით, ლიგა 2-ში დაქვეითდებიან.

18:00 საათზე ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“ ერთ-ერთი აუტსაიდერი, „სამტრედია“, მეორეადგილოსან თბილისის „დინამოს“ მიიღებს. ორივე გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდება და დაძაბული თამაშია მოსალოდენელი.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მეხუთე ადგილზე დაქვეითებული გორის „დილა“ გათამაშების ლიდერს, „საბურთალოს“ უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 20:00 საათზე მეორე არხი შემოგთავაზებთ.

ტური კვირას, 28 ოქტომბერს, „მიხეილ მესხი 2“-ზე დასრულდება: თბილისის „ლოკომოტივი“ 15:00 საათზე სამეულისთვსი მებრძოლ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს.