ეროვნული ლიგის 28-ე ტური წყალტუბოში გამართული მატჩით დაიწყო – „სამგურალმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, ანგარიში კი სტუმრებმა 29-ე წუთზე გახსნეს. საჯარიმოში ნიკა ნინუა მცველს ეფექტურად გაცდა და მისი პასით დომენიკ რაიტერმა გაიტანა.
„სამგურალმა“ ანგარიში ტაიმის ბოლოს „დინამოს“ კარში შეცდომით დანიშნული პენალტით გაათანაბრა. საჯარიმოში მომხდარი მომენტი ვიდეორეფერიზე გადაამოწმეს და მაინც დანიშნეს ჯარიმა, რომელიც წყალტუბოელების ლიდერმა დემურ ჩიხრაძემ უნაკლოდ გამოიყენა.
მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად, შესვენების შემდეგ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. 86-ე წუთზე მასპინძლებს ვასილიოს გორდეზიანმა გაუტანა და „დინამოს“ გამარჯვება მოუტანა.
„სამგურალი“ 31 ქულით მე-6 ადგილზეა და ვერ გადაასწრო „დინამოს“ (35), რომელმაც ბოლო ტურებში გაუმჯობესებული შედეგების წყალობით მეოთხეადგილოსან ბათუმის „დინამოსთან“ (39) ჩამორჩენა შეამცირა.