ეროვნული ლიგა | „დილა“-„დინამო თბილისის“ მატჩი გადაიდო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „დილა“-„დინამო თბილისის“ მატჩი გადაიდო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის შეხვედრა გორის „დილასა“ და „დინამო თბილისს“ შორის გადაიდო, რათა გუნდი კონფერენს ლიგაზე კვიპროსულ აპოელ-თან თამაშისთვის კარგად მოემზადოს – ინფორმაციას „დილა“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩი „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ, რომელიც 6 აგვისტოს გორში უნდა ჩატარებულიყო, გადადებულია. თამაშის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მიზეზი კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებული მატჩია, რომელსაც „დილა“ 10 აგვისტოს აპოელ-ის წინააღმდეგ გამართავს.

მადლობას ვუხდით „დინამო თბილისს“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ერთობლივი გადაწყვეტილებისათვის“, – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ კვიპროსულ აპოელ-ს 10 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო 17 აგვისტოს კვიპროსში ესტუმრება.