„ეროვნული ლიგა“ - დღეს 21-ე ტური იწყება
„ეროვნული ლიგა“ - დღეს 21-ე ტური იწყება

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დღეს 21-ე ტური იწყება. პირველი შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართება, სადაც ბოლნისის „სიონი“ 17:30 საათზე ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს.

შაბათს, 18 აგვისტოს, ორი მატჩი გაიმართება: ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე საჩხერეს „ჩიხურა“ „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო თბილისის „დინამო“ 20:00 საათზე „დინამო-არენაზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კვირას, 19 აგვისტოს დაიგეგმა: გათამაშების ლიდერი „საბურთალო“ 19:00 საათზე „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის“ მთავარ არენაზე გორის „დილას“ უმასპინძლებს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.