ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამოს“ განაცხადი ცნობილია - საქართველოს ჩემპიონმა უკრაინელი მცველი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონისთვის განაცხადი გამოაქვეყნა. საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში ბევრი ახალწვეულია.
გუნდს დაუბრუნდნენ ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილი „სამტრედიიდან“ და თავდამსხმელი დავით მუჯირი ქობულეთის „შუქურიდან“. მათ გარდა, ბათუმელებმა მცველები – ნიკა მალი, ბოიან მლადოვიჩიუ, იევჰენი ჩაჰოვეცი, ვანდერსონ სილვა, ნახევარმცველები – ალეფ სანტოსი, ედმუნდ არკო-მენსა, ეურდი მარა, ჟან ვიქტორი, თავდამსხმელები – ონორე გომისი და გაბრიელ რამოსი დაიმატეს, დუბლშემადგენლობიდან განაცხადში მათე თურმანიძე, ნიკა ბალაძე და გიორგი ფუტკარაძე მოხვდნენ.
ჩემპიონატის დაწყებამდე „დინამომ“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა – ახალი სეზონიდან გუნდში 25 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი, იევჰენი ჩაჰოვეცი ითამაშებს.
ჩაჰოვეცი ხარკოვის „ოლიმპიკის“ აღზრდილია. 2011 წელს დონეცკის „შახტარში“ გადავიდა და პროფესიული კარიერაც ამ გუნდში დაიწყო. „შახტარის“ შემადგენლობაში ჩაჰოვეცმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა.
2019-2021 წლებში ფეხბურთელი „მინსკში“ თამაშობდა. 2022 წელს ყაზახეთის „ორდაბასიში“ გადავიდა, ბოლოს კი ლიეტუვის „რიტერეიში” გამოდიოდა.
ბათუმის „დინამოს“ განაცხადი ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონისთვის:
მეკარეები: მათე თურმანიძე, ლუკა ხარატიშვილი, როინ კვასხვაძე;
მცველები: ნიკა მალი, ბოიან მლადოვიჩიუ, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, ლადო მამუჩაშვილი, იევჰენი ჩაჰოვეცი, მამუკა კობახიძე, ვანდერსონ სილვა, ნიკა ბალაძე;
ნახევარმცველები: ალეფ სანტოსი, ცოტნე ფაცაცია, ედმუნდ არკო-მენსა, ეურდი მარა, გიორგი წიტაიშვილი, ჟან ვიქტორი, ვიტინიო, გიორგი ფუტკარაძე;
თავდამსხმელები: ონორე გომისი, გაბრიელ რამოსი, დავით მუჯირი, პაატა ღუდუშაური.
ახალი საფეხბურთო სეზონის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ პირველ მარტს „ბათუმი არენაზე“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლებს.