ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამო“ შინ „ტორპედოს“ დაუზავდა, „სამგურალმა“ „გაგრას“ სძლია #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები გამოიწვია.
თბილისის „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. 43-ე წუთზე მასპინძლები გიორგი ლომთაძის მიერ ეფექტურად შესრულებული პენალტით დაწინაურდნენ. მაგრამ ტაიმის ბოლოს ლუკა ხორხელმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო მეორე ტაიმში ლევან კუტალიამ და ფერნანდო ბულმა სტუმრებს გამარჯვება მოუტანეს.
ტურის ცენტრალური დაპირისპრება კი „ბათუმი არენაზე“ გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ანგარიში ბათუმელებმა დავით მუჯირის შესანიშნავი თამაშის შედეგად გახსნეს, რომელმაც მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ზუსტი პასით უერდი მარა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა – 1:0.
ქუთაისელებამ წონასწორობა მატჩის მიწურულს აღადგინეს – 84-ე წუთზე ვარლეიმ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და ძლიერად დაარტყა, ბათუმელთა მეკარემ, როინ კვასხვაძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ბიორნ იონსენმა შანსით ისარგებლა და მიმდინარე სეზონში მე-13 გოლი გაიტანა.
სატურნირო მდგომარეობა
ადგ. |
გუნდი |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
დილა |
23 |
13 |
8 |
2 |
36-15 |
47 |
2 |
ტორპედო |
22 |
12 |
6 |
4 |
38-27 |
42 |
3 |
იბერია 1999 |
22 |
13 |
3 |
6 |
43-32 |
42 |
4 |
დინამო ბთ |
23 |
9 |
8 |
6 |
27-24 |
35 |
5 |
სამგურალი |
23 |
8 |
5 |
10 |
30-28 |
29 |
6 |
კოლხეთი |
23 |
6 |
10 |
7 |
31-34 |
28 |
7 |
დინამო თბ |
23 |
6 |
8 |
9 |
19-26 |
26 |
8 |
თელავი |
23 |
5 |
8 |
10 |
17-23 |
23 |
9 |
გაგრა |
23 |
6 |
3 |
14 |
21-31 |
21 |
10 |
სამტრედია |
23 |
2 |
9 |
12 |
19-41 |
15 |