ეროვნული ლიგა2-ის მეოთხე ტური ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა, სადაც ერთმანეთს წყალტუბოს „სამგურალი“ და ზუგდიდის „დინამო“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის 73-ე წუთზე ზუგდიდელთა ცენტრალურმა მცველმა ბექა მახარაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. თუმცა, მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა – 0:0.
4 ტურის შემდეგ „სამგურალმა“ მხოლოდ სამი ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა. ზუგდიდელებმა მიმდინარე სეზონში მეორე ქულა მოიპოვეს, მარამ კვლავ ბოლო პოზიციაზე რჩებიან. გათამაშებას კი 12 ქულით ქობულეთის „შუქურა“ ლიდერობს.
მეხუთე ტურის მატჩები 26 ივლისს დაიწყება, სამი დღე გაგრძელდება და 28 ივლისს დასრულდება.