ეროვნულ ლიგა 2-ში მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. პირველ სათამაშო დღეს მარტვილის „მერანმა“ თბილისის „ლოკომოტივი“ 1:0 დაამარცხა.
მე-12 ტურის დარჩენილ ოთხი მატჩი 11 მაისს გაიმართა. მეორე სათამაშო დღეს ლიდერთა ჯგუფის ყველა წარმომადგენელმა მოიგო ფოთის „კოლხეთი 1913“-ის გარდა, რომელსაც ბოლნისის „სიონი“ დაეწია.
„სიონი“ – „ვიტ ჯორჯია“ 2:1
ბოლნისში, „თამაზ სტეფანია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში 51-ე წუთზე ანგარიში „სიონის“ მოთამაშე ივანე ხაბელაშვილმა გახსნა. „ვიტ ჯორჯიამ“ ზურაბ ჭავჭანიძის (63) გოლით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 85-ე წუთზე ბოლნისელებს თემურ ბექაურმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
„კოლხეთი“ (ხობი) – „სპაერი“ 2:0
„პაატა თათარიშვილი არენაზე“ ხობელები მე-14 წუთზე გურამ ადამაძემ დააწინაურა, ხოლ 74-ე წუთზე გიგა ამბროლაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„მერანი“ (თბილისი) – „კოლხეთი“ (ფოთი) 1:1
ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში 41-ე წუთზე იაგო დეისაძემ „მერანი“ დააწინაურა, მაგრამ მე-60 წუთზე მამია გავაშელიშვილმა ანგარიში გაათანაბრა.
„დინამო 2“ (თბილისი) – „გარეჯი“ 0:2
„დინამო 2“-მა გათამაშების ლიდერს ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლა და 2:0 დამარცხდა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. „გარეჯი“ პაპუნა ფონიავამ 69-ე წუთზე დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი ნიკოლოზ გალახვარიძემ (90+5) დააფიქსირა.
ეროვნული ლიგა 2
1. გარეჯი 29
2. კოლხეთი ფოთი 22
3. სიონი 22
4. სპაერი 20
5. კოლხეთი ხობი 20
6. დინამო-2 თბ 16
7. მერანი მრ 12
8. ვიტ ჯორჯია 11
9. მერანი თბ 10
10. ლოკომოტივი 6