ეროვნული ლიგა 2 | „რუსთავმა“ „სამტრედიასთან“ ქულა გადაარჩინა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-2 ტურის ბოლო შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა. „რუსთავმა“ ეროვნული ლიგიდან დაქვეითებული „სამტრედია“ მიიღო და შეხვედრა ფრედ დაასრულა.
გამართული მატჩის პირველი ნახევარი „სამტრედიამ“ 1:0 მოიგო. ანგარიში 20 წლის გვინეელმა ნახევარმცველმა მოჰამედ კამარამ მე-20 წუთზე გახსნა. მაგრამ „რუსთავმა“ თამაშის გადარჩენა შეძლო – 82-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მასპინძელთა მცველმა დიმა შარიქაძემ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1
ეროვნულ ლიგა 2-ის მე-2 ტურის შეხვედრები ასე დასრულდა:
მერანი მრ – გარეჯი 1:0
სპაერი – შევარდენი 1:2
დინამო ზგ – მერანი თბ 1:0
შუქურა – ვიტ ჯორჯია 3:0
რუსთავი – სამტრედია 1:1
მე-3 ტურის შეხვედრები კვირას და ორშაბათს, 13 და 14 მარტს დაიგეგმა. ტურის ცენტრალური შეხვედრა მეორე სათამაშო დღეს გაიმართება – „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „სამტრედია“ გათამაშების ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს.