ეროვნული ლიგა 2 | ორი „კოლხეთის“ დაპირისპირება ფოთელებმა მოიგეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | ორი „კოლხეთის“ დაპირისპირება ფოთელებმა მოიგეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის 11-ე ტურის ბოლო მატჩი ფოთში გაიმართა. ერთმანეთს ორი „კოლხეთი“ დაუპირისპირდა – ფოთელებმა ხობელებს უმასპინძლეს და 3:2 დაამარცხეს.

„ფაზისის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში დათა სიჭინავამ ფოთელები მეშვიდე წუთზე პენალტით დააწინაურა. მეორე ტაიმში მამია გავაშელიშვილმა დუბლი (61, 67) შეასრულა და ფოთელების უპირატესობა სოლიდური გახდა – 3:0.

თუმცა, ხობელებმა ბოლო წამამდე იბრძოლეს და მსაჯის მიერ დამატებულ დროში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – გიგა ამბროლაძემ 90+2-ე წუთზე ჯერ სხვაობა შეამცირა, ხოლო 90+8-ე წუთზე პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

11 ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთმა“ 21 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ხობის „კოლხეთი“ (17) მეხუთე პოზიციაზეა.