ეროვნული ლიგა 2 – ის ოცდამეორე ტურის შეხვედრები გაიმართა და ლიდერთა სამეულიდან ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიგო, რამაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები გამოიწვია.
მეორეადგილოსანი ბოლნისის „სიონი“ ხობში „კოლხეთს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.
გათამაშების ლიდერი „რუსთავი“ კი სართიჭალაში „არაგვს“ დაუზავდა 1:1 და პირველი ადგილი შეინარჩუნა. მე-8ე წუთზე „არაგვის“ კარში თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც ვარლამ კილასონიამ ზუსტად შეასრულა. „არაგვმა“ 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – გუნდის ბომბარდირმა თენგიზ ბრეგვაძემ ვარდნაში ლამაზი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში არბიტრმა მინდვრიდან „არაგვის“ კაპიტანი, დავით მაისაშვილი გააძევა. რიცხვობრივი უპირატესობით „რუსთავმა“ ვერ ისარგებლა და საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა – 1:1.
საგარეჯოს „გარეჯმა“ „დინამო თბილისი 2“ მიიღო, დიდი ანგარიშით სძლია 3:0 და მესამე პოზიციაზე დაწინაურდა. გოლები პაპუნა ფონიავამ, ჯაბა კასრელიშვილმა და ლევან პაპავამ გაიტანეს. „სპაერმა“ კი „ვიტ ჯორჯია“ ზაქარია ბასილაშვილის და ზურაბ გოლუბიანის გოლებით 2:0 დაამარცხა.
ეროვნული ლიგა 2-ს ტურის დარჩენილი შეხვედრა 28 აგვისტოს საგურამოში გაიმართება – თბილისის „ლოკომოტივი“ 20:00 საათზე „შტურმს“ უმასპინძლებს.
22-ე ტური
„არაგვი“ – „რუსთავი“ 1:1
„გარეჯი“ – „დინამო 2“ (თბ) 3:0
„სპაერი“ 2:0 „ვიტ ჯორჯია“
„კოლხეთი“ (ხ) – „სიონი“