ეროვნულ ლიგა 2-ში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც ლიდერებმა დამაჯერებლად ვერ ჩაატარეს – ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, საგარეჯოს „გარეჯმა“ წარუმატებელი სერია შეწყვიტა და „დინამო 2“-თან სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
გათამაშების ლიდერი „ვიტ ჯორჯია“ „სპაერს“ ესტუმრა და მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა – 1:1. „არაგვი“ „რუსთავს“ უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 1:2 დამარცხდა და ლიდერთან მიახლოების შანსი ხელიდან გაუშვა.
თბილისის „ლოკომოტივმა“, რომელმაც მოსამზადებელ ეტაპზე თითქმის ყველა გუნდი დაამარცხა, მათ შორის, ეროვნული ლიგის წარმომადგენლები, კვლავ ვერ მოიგო – რკინიგზელები ამჯერად „შტურმს“ დაუზავდნენ – 0:0.
ეროვნული ლიგა 2
„გარეჯი“ – „დინამო 2“ (თბილისი) 3:0
„სპაერი“ – „ვიტ ჯორჯია“ 1:1
„არაგვი“ – „რუსთავი“ 1:2
„კოლხეთი“ (ხობი) – „სიონი“ 0:0
„ლოკომოტივი“ – „შტურმი“ 1:1