ეროვნული ლიგა 2 | ლიდერებმა მოიგეს, აუტსაიდერმა „ლოკომოტივმა“ „სიონის“ შანსები შეამცირა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | ლიდერებმა მოიგეს, აუტსაიდერმა „ლოკომოტივმა“ „სიონის“ შანსები შეამცირა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 32-ე ტურის შეხვედრები ლიდერებმა მოიგეს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“, ერთ-ერთ ლიდერს, ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დავით ბუკიასა და მამია გავაშელიშვილის გოლებით მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა – 2:1. ბოლნისელებიდან თავი გიორგი გვიშიანმა (66) გამოიჩინა.

საგარეჯოს „გარეჯმა“ შინ სართიჭალის „შტურმი“ 5:1 დაამარცხა. მართალია, სტუმრები მე-10 წუთზე ბექა შუბითიძემ დააწინაურა, მაგრამ ლევან პაპავას (19), კახა კაკაშვილის (41), ჯაბა კასრელიშვილის (62), მუსა საგასასა (73) და ნუგზარ სპანდერაშვილის (90) გოლებით საგარეჯოელებმა ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

„რუსთავმა“ გასვლით მატჩში აუტსაიდერი ხობის „კოლხეთს“ 5:0 მოუგო. გიორგი გაბედავამ დუბლი შეასრულა თითო გოლი სოლომონ კესის, მათე ქომეთიანისა და გიორგი ჯალაღონიას ანგარიშზეა.

აუტსაიდერების დაპირისპირებაში „არაგვმა“ 90+2-ე წუთზე ამოა ბაფურის გატანილი გოლით „ვიტ ჯორჯია“ 1:0 დაამარცხა და ლიგა 2-ში დარჩენისთვის იბრძვის. „სპაერი“ შინ „დინამო თბილისი 2“-თან ქულას დასჯერდა და პლეი ოფში მოხვედრის შანსები შეუმცირდა.

32-ე ტური

ლოკომოტივი – სიონი 2:1

გარეჯი – შტურმი 5:1

არაგვი – ვიტ ჯორჯია 1:0

სპაერი – დინამო 2 თბ 0:0

კოლხეთი (ხ) – რუსთავი 0:5

   
1 გარეჯი 32 17 8 7 68-40 59
2 რუსთავი 32 18 5 9 57-34 59
3 სიონი 32 17 3 12 57-35 54
4 სპაერი 32 13 9 10 41-40 48
5 დინამო-2 თბ 32 13 6 13 44-54 45
6 არაგვი 32 12 6 14 47-48 42
7 ლოკომოტივი 32 10 11 11 46-48 41
8 შტურმი 32 10 8 14 36-45 38
9 ვიტ ჯორჯია 32 10 8 14 46-52 38
10 კოლხეთი (ხ) 32 4 8 20 26-72 20