ეროვნული ლიგა 2-ის 23-ე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა ფოთში, სადაც ადგილობრივმა „კოლხეთმა“ „თელავს“ უმასპინძლა და 2:5 დამარცხდა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ბოგდან ბეზკროვნის კარი 11-ე წუთზე თამაზ შალიკაშვილმა აიღო და „კოლხეთი“ დააწინაურა. 34-ე წუთზე ანგარიში ირაკლი რუხაძემ გაათანაბრა, 43-ე წუთზე კი ფოთელთა ცენტრალურმა მცველმა გიორგი ბერაიამ ავტოგოლი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ირაკლი რუხაძემ სრული ბენეფისი მოიწყო. 50-ე წუთზე „თელავის“ გარემარბმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
65-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის შემცირების კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ თენგიზ გოროზიამ პენალტის გამოყენება ვერ შეძლო.
სამაგიეროდ თერთმეტმეტრიანის გაფუჭებიდან ზუსტად ორ წუთში რუხაძემ კიდევ ერთი გაიტანა, რასაც 72-ე წუთზე მის მიერ პოკერის შესრულება მოჰყვა და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა.
დარჩენილ დროში ფოთელებმა რაც შეძლეს, მეორე ბურთის გატანა იყო. გოლი საკუთარ ანგარიშზე გიორგი გიორბელიძემ მიითვალა.
საბოლოო ჯამში „თელავმა“ სამი ქულა მოიპოვა და „შევარდენთან“ ჩამორჩენაც ამდენივე ქულამდე შეამცირა. 23 ტურის შემდეგ ლიგა 2-ში ასეთი მდგომარეობაა: