ეროვნული ლიგა 2 I სამივე ლიდერმა მოიგო - „გარეჯმა“ დამატებულ წუთებზე გაიმარჯვა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში დასკვნითი მეოთხე წრე დაიწყო. 28-ე ტურში სამივე ლიდერმა მოიგო და პირველ სამეულში ცვლილება არ მომხდარა.
დუშეთის „არაგვმა“ პირველადგილოსან საგარეჯოს „გარეჯთან“ 1:3 წააგო. „რუსთავმა“ „დინამო თბილისი 2“ მიიღო და 5:0 სძლია. „სიონმა“ ბოლნისში „შტურმი“ ლუკა ჩაგანავას (19) და ივან ფოცხვერიას (45+1) გოლებით დაამარცხა. აუტსაიდერი ხობის „კოლხეთი“ შინ „ვიტ ჯორჯიასთან“ 0:4 დამარცხდა, ხოლო „ლოკომოტივმა“ „სპაერთან“ ქულა მოიპოვა – 1:1.
„გარეჯი“ (51) პირველ ადგილზეა, „რუსთავი“ (50) მეორეზეა, ხოლო ბოლნისის „სიონი“ (48) მესამე პოზიციას იკავებს.
ტური 28
არაგვი 1 : 3 გარეჯი
ლოკომოტივი 1 : 1 სპაერი
სიონი 2 : 1 შტურმი
ხობის კოლხეთი 0 : 4 ვიტ ჯორჯია
რუსთავი 5 : 0 დინამო-2 თბ