ეროვნულ ლიგა 2-ში მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა და სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა.
ზედიზედ მესამედ დამარცხდა ბოლნისის „სიონი“, რომელიც საკუთარ მოედანზე „დინამო თბილისი 2“-თან 20-ე წუთზე დათა სიჭინავამ დააწინაურა. ბოლნისელები მოგებასთან ახლოს იყვნენ. მაგრამ „დინამო 2“-მა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლუკა ბუბუტეიშვილისა (90+4) და ნიკოლოზ ყველაშვილის (90+7) გოლებით 2:1 გაიმარჯვა.
გათამაშების ლიდერმა „რუსთავმა“ 89-ე წუთზე გიორგი ჯალაღონიას გატანილი გოლით მოახერხა „ვიტ ჯორჯიასთან“ ანგარიშის გათანაბრება – 1:1.
„რუსთავი“ 34 ქულით ისევ პირველ ადგილზეა, მაგრამ „დინამო 2“-ს (33) ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირების საშუალება მისცა, მესამე ადგილზე კი ბოლნისის „სიონია“ (29).
XVIII ტური
არაგვი 1:1 შტურმი
სპაერი 1:0 კოლხეთი (ხობი)
დინამო 2 თბ 2:1 სიონი
გარეჯი 1:0 ლოკომოტივი
ვიტ ჯორჯია 1:1 რუსთავი
ეროვნულ ლიგა 2-ში შემდეგი ტური 10 აგვისტოს გაიმართება და ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდებიან – „დინამო თბილისი 2“ „რუსთავს“ უმასპინძლებს.