ეროვნული ლიგა 2 | „გარეჯი“ ეროვნულ ლიგას უახლოვდება [ვიდეო] #1TVSPORT

გაიმართა საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურის შეხვედრები. საგარეჯოს „გარეჯმა“ კონკურენტებთან უპირატესობა გაზარდა, „რუსთავი“ კი ლიდერებს კიდევ უფრო ჩამორჩა.

სართიჭალაში „შტურმმა“ „რუსთავი“ საბა ნიორაძის დუბლით (7, 39) 2:0 დაამარცხა. განსაკუთრებით ეფექტური ნიორაძის პირველი გოლი გამოვიდა, რომელიც მან „მაკრატელათი“ გაიტანა.

კონკურენტის შეფერხებით ბოლნისის „სიონმა“ ისარგებლა. ბოლნისელებმა დუშეთის „არაგვი“ 3:0 დაამარცხეს. მატჩის გმირი თორნიკე კაპანაძე იყო, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა. „დინამო თბილისი 2“ შინ ხობის „კოლხეთთან“ დამარცხდა – 0:1.

ორი მატჩი სტუმრებმა ერთნაირი ანგარიშით მოიგეს – „ლოკომოტივმა“ „ვიტ ჯორჯია“ 3:1 დაამარცხა, ხოლო საგარეჯოს „გარეჯმა“ „სპაერს“ აჯობა. საგარეჯოელებიდან დუბლი ლევან პაპავამ (31, 83) შეასრულა. „გარეჯმა“ ამ მოგების შემდეგ 54 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

ეროვნული ლიგა 2. 29-ე ტური

„შტურმი“ – „რუსთავი“ 2:0

„სიონი“ – „არაგვი“ 3:0

„ვიტ ჯორჯია“ – „ლოკომოტივი“ 1:3

„სპაერი“ – „გარეჯი“ 1:3

„დინამო თბილისი 2“ – „კოლხეთი“ (ხობი) 0:1

სატურნირო მდგომარეობა:

   
1 გარეჯი 29 16 6 7 59-35 54
2 სიონი 29 16 3 10 49-32 51
3 რუსთავი 29 15 5 9 48-34 50
4 სპაერი 29 12 8 9 38-37 44
5 დინამო 2 (თბ) 29 13 3 13 41-51 42
6 ვიტ ჯორჯია 29 10 7 12 43-46 37
7 ლოკომოტივი 29 9 10 10 42-44 37
8 არაგვი 29 10 6 13 44-45 36
9 შტურმი 29 8 8 13 32-39 32
10 კოლხეთი (ხ) 29 4 8 17 26-59 20