ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ტურის მატჩები დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა და ორივე ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრების მოედნებზე, შედეგებმა კი სატურნირო ცხრილში ცვლილებები შეიტანა.
რუსთავის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავმა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და უკვე მე-8 წუთზე ზვიად ქანთარიას პასით ვასილ გოგოლიძემ ანგარიში გახსნა. შეიკნე სილამ მარტვილელთა უპირატესობა 84-ე წუთზე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „მერანის“ სასარგებლოდ.
რუხის ტექნიკურ ცენტრში ზუგდიდის „დინამომ“ საგარეჯოს „გარეჯი“ მიიღო და 36-ე წუთზე ლუკა გუგუჩიას პენალტით დაწინაურდა. 64-ე წუთზე ვალერი ოლხოვმა მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, მაგრამ საგარეჯოელმა გიორგი ტყეშელაშვილმა 77-ე წუთზე სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა – 2:1 „დინამოს“ სასარგებლოდ.
ამ გამარჯვებით ზუგდიდის „დინამომ“ და „მერანმა“ 6-6 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე დაწინაურდნენ, „გარეჯი“ 1 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო „რუსთავი“ ისევ უქულოდაა და ბოლო, მე-10 პოზიციაზეა.