ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა (ფოტო)
16:52, 29.01.2019
„ძველი კიმონო“ – ამ სახელწოდებით ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ძუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
ფილმი ორი სერიისგან შედგება და იგი საქართველოში სპორტის ამ სახეობის დაარსებისა და განვითარების სახვადასხვა ეტაპებს ეხება. „ძველი კიმონო“ ძიუდოს კლუბების, ქართული „ბლექ თაიგერისა“ და ლატვიური „ლიდოს“ ერთობლივი პროექტია, რომელზეც მუშაობა ფილმის ავტორებმა 2016 წლიდან დაიწყეს.
პროექტი სრულად ბიზნესმენმა დავით ხახუტაშილმა დააფინანსა. ფილმში ქართული ძიუდოს ისტორიაზე ოლიმპიური ჩემპიონები და წარმატებული მწვრთნელები საუბრობენ.
„ძველი კიმონოს“ პრეზენტაციას ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.