ეროვნულ ლიგასტან ერთად, „ფენტეზი 2020“-ის სეზონიც იწყება
ეროვნულ ლიგასტან ერთად, „ფენტეზი 2020“-ის სეზონიც იწყება
ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშებასთან ერთად, ელიგის „ფენტეზი 2020“ სეზონიც იწყება. მოთამაშეებს უკვე შეუძლიათ სასურველი ფეხბურთელების არჩევა და გუნდის დაკომპლექტება. სეზონის ბოლოს საუკეთესო მოთამაშეები 3000, 2000 და 1000 ლარს მიიღებენ.
 
ფენტეზი ლიგის ახალი პარტნიორი კომპანია ყოველი წრის გამარჯვებულს სმარტ ტელევიზორით დააჯილდოვებს. წინა სეზონების მსგავსად ფეხბურთის ფედერაცია ყოველი წრის საუკეთესო მოთამაშეს სათამაშო კონსოლ Playstation 4-ს გადასცემს. მოთამაშეებს უკვე შეუძლიათ სასურველი ფეხბურთელების არჩევა და გუნდის დაკომპლექტება მისამართზე – http://fantasy.eliga.ge
ფენტეზი ლიგის პარარელურად შეგიძლიათ ითამაშოთ მეორე თამაში – „ჩემი პროგნოზი“. ეს არის ვირტუალური სათამაშო პლატფორმა, სადაც ყოველი ტურის წინ მატჩების სავარაუდო ანგარიშებს აფიქსირებთ. ჩემი პროგნოზის გამარჯვებული სეზონის ბოლოს ფლეისთეიშენ 4-ს მიიღებს.