დღეს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 31-ე ტური ივანწმინდაში ჩატარებული შეხვედრით დაიწყო – საჩხერის „ჩიხურამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერა – 0:0.
31-ე ტურის დარჩენილი შეხვედრები უქმეებზე გაიმართება: შაბათს, 3 ნოემბერს, ბოლნისის “სიონი” 15:00 საათზე გორის „დილას“ „მიხეილ მესხი 2“-ზე მიიღებს, ხოლო „საბურთალო“ 18:00 საათზე „რუსთავს“ „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს.
კვირას, 4 ნოემბერს, ტურის ორი უმნიშნელოვანესი მატჩი გაიმართება: ფოთის „პარკი არენაზე“ აუტსაიდერები შეხვდებიან – „კოლხეთი 1913“ 15:00 საათზე „სამტრედიას“ მიიღებს.
ტურის ცენტრალური შეხვედრა კი ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ შედგება – მოქმედი ჩემპიონი „ტორპედო“ ბოლო 5 დღეში თბილისის „დინამოს“ მეორედ დაუპირისპირდება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს 18:00 საათიდან მეორე არხი შემოგთავაზებთ.