ეროვნულ ლიგაში „ტორპედომ“ სტუმრად „შუქურას“ მოუგო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში „ტორპედომ“ სტუმრად „შუქურას“ მოუგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მერვე ტური ბათუმში, ჯონი ბაკურიძის სახელობის ბაზაზე გამართული შეხვედრით დაიწყო – ქობულეთის „შუქურამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.


შუქურა-ტორპედო 0:2


გოლები: 0:1 ნადარია (40. შულაიას პასით). 0:2 ბუღრიძე (90+1. კაბალიეროს პასით)

ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა – მე-40 წუთზე აკაკი შულაიას პასით გოლი შეტევაში ჩართულმა მცველმა ცოტნე ნადარაიამ გაიტანა და „ტორპედო“ დააწინაურა 1:0.

მეორე ტაიმში ნადარაიას დუბლის შესრულებაც შეეძლო – ქუთაისელთა ნიგერიელი თავდამსხმელის, სანდეი ფელაის დარტყმა მეკარე გოგი კულუამ მოიგერია, დამატებაზე კი ნადარაიას დარტყმულსაც გადაეღობა და გუნდი გოლისგან იხსნა.

„შუქურა“ ბოლო წუთებზე თამაშის გადარჩენას ეცადა, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღო. ქუთაისელთა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მაურო კაბალიეროს პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ირაკლი ბუღრიძემ „ტორპედოს“ სამი ქულა მოუტანა – 2:0.

რვა ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 15 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზეა, ხოლო ქობულეთის „შუქურა“ (6) მე-7 პოზიციაზე დარჩა.

ტურის დარჩენილი შეხვედრები:

დღეს

20:00 „დინამო“ (ბათუმი) – „დინამო“ (თბილისი)

13 აპრილი

16:00 „სამტრედია“ – „გაგრა“

18:00 „საბურთალო“ – „თელავი“

20:00 „დილა“ – „სამგურალი“