ეროვნულ ლიგაში სეზონი 3 აგვისტოს განახლდება - გორის „დილა“ მაყურებლის გარეშე ითამაშებს #1TVSPORT
ორთვიანი საზაფხულო პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში სეზონი მე-19 ტურის მატჩებით განახლდება. თამაშები ორ დღეზე გადანაწილდა და 3-4 აგვისტოს გაიმართება.
თუმცა გასარკვევია, ითამაშებს თუ არა „თელავთან“ შინ დაგეგმილ მატჩს თბილისის „იბერია“, რომელიც კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა და თბილისში თურქულ „ბაშაქშეჰირს“ 8 აგვისტოს უმასპინძლებს (სტამბულში 15 აგვისტოს ესტუმრება).
ცნობილი გახდა, რომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გათამაშების ლიდერი გორის „დილა“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „გაგრას“ მაყურებლების გარეშე უმასპინძლებს – მიზეზი თბილისის „დინამოსთან“ მატჩისას გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ტრიბუნაზე არასათანადო ქცევა გახდა.
მე-19 ტური
3 აგვისტო, შაბათი
20:00 | „დინამო“ (თბ) – „სამგურალი“
თბილისი, „დინამო არენა“
21:00 | „დილა“ – „გაგრა“
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
4 აგვისტო, კვირა
20:00 | „იბერია“ – „თელავი“
თბილისი, „დავით პეტრიაშვილი“
21:00 | „ტორპედო“ – „სამტრედია“
ქუთაისი, „რამაზ შენგელია“
21:00 | „დინამო“ (ბთ) – „კოლხეთი“
ბათუმი, „ბათუმი არენა“