კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე წრის სიმბოლური ნაკრების შემდეგ, ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა.
ამ ნომინაციაში თბილისის „დინამოს“ ესპანელები გამოარჩიეს. მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელად თბილისის „დინამოს“ დამრიგებელი, ესპანელი ფელის ვისენტე დაასახელეს. მეოთხე წრეში თბილისის „დინამომ“ 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო, მოიპოვა 18 ქულა, ბურთების სხვაობა – 12:5-ზეა.
რეალურად, თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩიკო მუნიოსია, რომელსაც სამწვრთნელო პროფლიცენზია არ გააჩნია და შეიძლება ითქვას, რომ პრიზი მას ეკუთვნის.
ასევე ესპანელი დაასახელეს ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად – თბილისის „დინამოს“ მეკარე ხოსე პერალესი, რომელმაც გუნდის გაჩემპიონებაში დიდი როლი ითამაშა.