გორის „დილამ“ საქართველოს ჩემპიონატის მე-16 ტურში „გაგრას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გორელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში ყველაზე რეალური საგოლე მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მათ ამით ვერ ისარგებლეს და პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდმა მიზანს მაინც მიაღწია, ეს შესვენების შემდეგ მოხდა. ნიკა გაგნიძის პასი კონგოელმა რომარიკ ეტოუმ გამოიყენა და შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა.
„დილამ“ ეროვნულ ლიგაში 30 ქულა დააგროვა, მაგრამ მეხუთე ადგილზე დარჩა, ხოლო „გაგრა“ გათამაშების ცხრილში (11) მეშვიდე პოზიციაზეა.