ეროვნულ ლიგაში, ფაქტობრივად, ყველაფერი გაირკვა - პლეი-ოფის წყვილებიც ცნობილია #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში გამართულ პირველ სამ მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები გაირკვა – ვინ გახდება ჩემპიონი და ვინ მოხვდება სამეულში. დღეს კი ცნობილი გახდა მეორე გუნდი, რომლიც პლეი-ოფში ითამაშებს, ხოლო ვინ გავარდებოდა, ეს სამი ტურით ადრე გაირკვა – ლიგას „სამტრედია“ დატოვებს.
ბათუმის „დინამო“ (71 ქულა) ტურის მატჩს ხვალ წყალტუბოში „სამგურალთან“ ჩაატარებს. „დინამო თბილისმა“ (67) ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიას“ ვერ მოუგო (0:0), ლიდერთან ხუთქულიანი სხვაობა მხოლოდ ოთხამდე შეამცირა და წელს ვიცეჩემპიონობას დასჯერდა.
ამ შედეგით, „დინამო“ მომავალ წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, ისევე როგორც გორის „დილა“, რომელმაც მესამე ადგილი და ევროსაგზური ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა.
გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ „თელავმა“ „დილა“ 1:3 დაამარცხა, 35 ტურის შემდეგ 41 ქულა დააგროვა, მე-7 ადგილი შეინარჩუნა და ამასთან ერთად – გადათამაშების გარეშე ეროვნულ ლიგაში ადგილი.
ქუთაისის „ტორპედო“ 37 ქულით მერვე ადგილზე დარჩა და პლეი ოფში ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ მარტვილის „მერანთან“ ითამაშებს.
ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილი
ასევე გაირკვა, ეროვნული ლიგა 2-ის საგზურისთვის პლეი-ოფში ერთმანეთს რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან
ქუთაისის „ტორპედო“ – მარტვილის „მერანი“
ბოლნისის „სიონი“ – ქობულეთის „შუქურა“
1. დინამო ბთ 34 71
2. დინამო თბ 35 67
3. დილა 35 60
4. ლოკომოტივი 35 53
5. საბურთალო 34 51
6.სამგურალი 34 41
7. თელავი 35 41
8. ტორპედო 35 37
9. შუქურა 34 27
10. სამტრედია 35 21