ეროვნულ ლიგაში ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ათეულში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „ტორპედოდანაა“ #1TVSPORT
31 აგვისტოს სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ათეული გაირკვა.
„ტრანსფერმარკტის“ მიერ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთაგან ყველაზე ძვირად, 800 ათას ევროდ, საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი მცველი, მამადუ სახო და ქუთაისის „ტორპედოში“ მისი თანაგუნდელი ვარლეი ლეანდრო და სილვა არიან შეფასებულნი.
საუკეთესო ათეულში ყველაზე მეტი მოთამაშე (5) ქუთაისის „ტორპედოდანაა“, 2-2 ფეხბურთელია „დინამო თბილისიდან“, ბათუმის „დინამოდან“ და „იბერიიდან“.
ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ათეული:
1-2. მამადუ, სახო – „ტორპედო“, 800 ათასი ევრო;
1-2. ვარლეი – „ტორპედო“, 800 ათასი ევრო;
3. საბა ხვადაგიანი – „დინამო თბილისი“, 700 ათასი ევრო;
4. აურო – „ტორპედო“, 600 ათასი ევრო;
5. რიკარდო სილვა – დინამო (ბთ), 600 ათასი ევრო;
6. ალექსანდრე კალანდაძე – „დინამო თბილისი“, 500 ათასი ევრო;
7. ივა გელაშვილი – „ბათუმის დინამო“. 450 ათასი ევრო;
8. გიორგი კოხრეიძე – „იბერია“, 450 ათასი ევრო;
9. ცოტნე კაპანაძე – „იბერია“, 450 ათასი ევრო;
10-11. მომო იანსანე – „ტორპედო“, 400 ათასი ევრო;
10-11. ფელიპე პირესი – „ტორპედო“. 400 ათასი ევრო.