ეროვნულ ლიგაში ბოლო გოლი ლაჩნიმ გაიტანა - წიქარიძემ სეზონი ეფექტური გოლით დაასრულა
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ბოლო მატჩი ჩატარდა და ორივეში მასპინძლებმა გაიმარჯვეს.
თბილისის „ლოკომოტივმა“ „რუსთავი“ მიიღო და მე-10 წუთზე თემურ შონიას მიერ გატანილი პენალტით 1:0 გაიმარჯვა.
ქუთაისის „ტორპედომ“ ლიგიდან გავარდნილი ფოთის „კოლხეთი“ 4:0 დაამარცხა. 25-ე წუთზე ანგარიში
გლეოფილო ჰასელბაინკმა გახსნა. 29-ე და 38-ე წუთებზე ანგარიში თენგიზ წიქარიძემ გაზარდა და დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით ეფექტური მის მიერ გატანილი მეორე გოლი გამოდგა. საბოლოო ანგარიში კი 87-ე წუთზე მილოშ ლაჩნიმ დააფიქსირა და ელიგში 2018 წლის ბოლო გოლის ავტორი გახდა.
ჩემპიონობა „საბურთალომ“ იზეიმა, ევროპის ლიგაზე კი „ჩიხურასთან“ ერთად, თბილისის „დინამო“ და „ტორპედო“ ითამაშებენ, ხოლო ლიგიდან ფოთის „კოლხეთი“ გავარდა.
12 და 15 დეკემბერს კი პლეი ოფის მატჩები შედგება – ეროვნული ლიგის ორ ვაკანტურ საგზურს „გაგრა“ – „სიონისა“ და „სამტრედია“ – „ვიტ ჯორჯიას“ წყვილებში გამარჯვებულები მოიპოვებენ.