ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში თბილისში, „დინამო არენაზე“ ორი „დინამოს“ მატჩი შედგა, რომელშიც ბათუმელებმა 2:1 გაიმარჯვეს.
პირველ ტაიმში „დინამო თბილისმა“ მოქმედ ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შესვენებამდე დაწინაურდა. 39-ე წუთზე გოლი 15 წლის მცველის, საბა ხარებაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გორდეზიანმა გაიტანა.
შესვენების შემდეგ ბათუმელებმა სიტუაცია გამოასწორეს. წონასწორობა ონორე გომისის გადაცემის შემდეგ პაატა ღუდუშაურმა 46-ე წუთზე აღადგინა.
54-ე წუთზე ლევან ხარაბაძის ჩაწოდებით ალბანელმა ლეგიონერმა, უერდი მარამ ისარგებლა და „დინამო თბილისის“ კარი მეორედ აიღო. 90+4-ე წუთზე თბილისელთა მცველმა, გიორგი მაისურაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს.
16 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ (18 ქულა) მეექვსე ადგილზეა, ბათუმის „დინამომ“ (30) კი მესამე პოზიცია შეინარჩუნა.