ეროვნულ ლიგაში აუტსაიდერების ბრძოლამ გამარჯვებულები ვერ გამოავლინა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში აუტსაიდერების ბრძოლამ გამარჯვებულები ვერ გამოავლინა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მორიგი შეხვედრები ფოთსა და წყალტუბოში გაიმართა – ორივე მატჩში კონკურენტები შეხვდნენ და გამარჯვებული ვერც ერთში ვერ გამოვლინდა.

წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, გოლი არ გასულა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

„ფაზისის“ სტადიონზე ერთმანეთს კონკურენტი აუტსაიდერები დაუპირისპირდნენ – ქობულეთის „შუქურამ“ „თელავს“ უმასპინძლა და მე-5 წუთზე მიშიკო სარდალიშვილის ეფექტური გოლით დაწინაურდა, მაგრამ 76-ე წუთზე თორნიკე რუხაძემ წონასწორობა აღადგინა და სტუმრებმა მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს – 1:1.

27 ტურის შემდეგ „სამგურალმა“ 35 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა. შემდეგ პოზიციაზე „ტორპედოა“ (26), რომელიც „თელავს“ (26) დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს, ხოლო „შუქურა“ (22) მე-9 ადგილზეა.