ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-18 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. „ლოკომოტივმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
45-ე წუთზე ანგარიში დათა სიჭინავამ გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე თბილისელებმა ანგარიში მამია გავაშელიშვილის პასით გაათანაბრეს და საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ივანწმინდაში საჩხერეს „ჩიხურამ“ ერთ-ერთ აუტსაიდერი ბოლნისის „სიონი“ 4:0 დაამარცხა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ირაკლი ლექვთაძემ, რომელმაც მეტოქის კარი მე-4, 24-ე და 64-ე წუთებზე აიღო, ერთი გოლიც ახალგაზრდა ირაკლი ბუღრიძის (73-ე წუთი) ანგარიშზეა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა კი 21:00 საათზე „დინამო-არენაზე“ დაიწყება, სადაც მეორეადგილოსანი „დინამო“ მესამე საფეხურზე მყოფ გორის „დილას“ შეხვდება.
ამის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი პაუზა იქნება, მეორე წრე კი 3 აგვისტოს დაიწყება.