ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დღეს და ხვალ მე-16 ტურის მატჩები გაიმართება.
22 ივნისს ორი მატჩი დაიგეგმა და ორივე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თბილისის „ლოკომოტივი“ სტადიონის სათადარიგო მოედანზე ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შეხვდება, ხოლო მთავარ არენაზე „რუსთავი“ გორის „დილას“ დაუპირისპირდება.
შაბათს, 23 ივნისს, სამი მატჩი გაიმართება: ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „სამტრედია“ ერთ-ერთ ლიდერს, საჩხერეს „ჩიხურას“ მიიღებს, „დინამო არენაზე“ კი თბილისის „დინამო“ ბოლნისის „სიონს“ შეხვდება.
ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება. მოქმედი ჩემპიონი „ტორპედო“ მიმდინარე გათამაშების ლიდერს, „საბურთალოს“ უმასპინძლებს.