ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში მატჩები გადაიდო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში მატჩები გადაიდო #1TVSPORT

დღეს გახდა ცნობილი, რომ ეროვნულ ლიგაში კიდევ სამი მატჩი გადაიდო – „საბურთალოს“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრა „მიხეილ მესხზე“; „თელავის“ და „ტორპედოს“ დაპირისპირება „კავკასიონ არენაზე“ და „სამგურალისა“ და „გაგრას“ შეხვედრა ზესტაფონში.

ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მატჩი „თელავსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის, რომელიც 9 მარტს, 18:30 საათზე „კავკასიონ არენაზე“ უნდა გამართულიყო, უამინდობის (თოვლი) გამო გადაიდო.

ასევე, უამინდობის გამო გადაიდო მე-4 ტურის მატჩი ქუთაისში, სადაც ადგილობრივი „ტორპედო“ თბილისის „ლოკომოტივს“ მასპინძლობდა. 14 მარტს, „დინამო არენაზე“ გასამართი „დინამო თბილისისა“ და გორის „დილას“ შეხვედრაც უამინდობის გამო გადადებულია. მატჩების გამართვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღეს, 19 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ის კიდევ სამი მატჩი გადაიდო – მარტვილის „მერანის“ და „შევარდენის“ მატჩი; „გარეჯის“ და თბილისის „მერანის“ შეხვედრა და „სპაერისა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირება. მატჩების გამართვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ეროვნულ ლიგა 2-ში, 13 და 14 მარტს გასამართი 4 შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო. დღეს, კასპის ცენტრალურ სტადიონზე „შევარდენი 1906“ ზუგდიდის „დინამოს“ მასპინძლობდა, ხოლო გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯიასა“ და „სპაერის“ მატჩი უნდა გამართულიყო.

უხვი ნალექის გამო გადაიდო „გარეჯისა“ და „რუსთავის“ ხვალ გასამართი მატჩიც, ასევე თბილისისა და მარტვილის „მერანების“ მატჩი „სპაერის“ სტადიონზე.