საქართველოს ეროვნულ ლიგაში 26-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დღის მატჩი აუტსაიდერების დერბი იყო, რომელიც „სამტრედიამ“ მოიგო.
„შუქურა“ – „ქუთაისის ტორპედო“ 0:0
ქუთაისის „ტორპედომ“, მოულოდნელად, წარმატებული თამაშების სერია ბოლოადგილოსანთან შეწყვიტა. ესპანელი და შოტლანდიელი მწვრთნელების დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
„სამტრედია“ – „გაგრა“ 3:1
„სამტრედია“ წარმატებულ სერიას აგრძელებს. ამჯერად გუნდმა კონკურენტს „ექვსქულიან“ შეხვედრაში სძლია. თორნიკე ახვლედიანმა მე-6 წუთზე „სამტრედია“ დააწინაურა. მართალია, 22-ე წუთზე გიორგი ლომთაძემ პენალტით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ამის შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა ისევ მოიპოვეს.
39-ე წუთზე მათე აბულაძემ „გაგრას“ კარი მეორედ პენალტით აიღო, ხოლო 45+4-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ მესამეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1. „სამტრედიამ“ ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, 22 ქულა დააგროვა და „გაგრას“ (3) გადაასწრო.
ტურის დარჩენილი სამი მატჩი 24 სექტემბერს გაიმართება:
„დილა“ – „სამგურალი“, 19:00
„საბურთალო“ – „თელავი“, 20:00
„დინამო ბთ“ – „დინამო თბ“ 21:00