ერლინგ ჰალანდს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით „მანჩესტერ სიტისთან“ მოთხოვნები აქვს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, ნორვეგიელ ერლინგ ჰალანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. მოქმედი ხელშეკრულება პრემიერლიგის გასული ორი სეზონის საუკეთესო ბომბარდირს კლუბთან 2027 წელს ეწურება.
ბრიტანული მედიის ცნობით, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ჰალანდს მოთხოვნები აქვს. მას გაუმჯობესებული ხელფასი და ხელშერკულებაში გამოსასყიდი თანხის, 120 მილიონი ევროს ჩაწერა სურს.
მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა ყველა ტურნირზე 9 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, ხოლო „სიტის“ მაისურით ჯამში მას 107 მატჩში 101 გოლი დაუგროვდა.
ჰალანდმა გუნდთან ერთად ორჯერ – პრემიერლიგა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.