„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ შეაფასა კლუბის ფორვარდის, ერლინგ ჰალანდის ფიზიკური მდგომარეობა პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყების წინ. ინგლისის ჩემპიონატი სტარტს 16 აგვისტოს აიღებს.
„ერლინგი დისკომფორტს გრძნობს. არ გვინდა, გავრისკოთ მისი ჯანმრთელობით. მაგრამ ადრე თუ გვიან მან უნდა მიაღწიოს პროგრესს ვარჯიშების დახმარებით. სეზონი უკვე შორს არ არის. ჰალანდი უნაკლო არ გახლავთ, არ გვინდა, ის სამი კვირით ან ერთი თვით დავკარგოთ. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა გახდება“, – განაცხადა „სიტის“ დამრიგებელმა.
გასულ სეზინში ჰალანდმა ყველა ტურნირზე 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 38 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.