ინგლისის პრემიერლიგის 2024/25 წლის სეზონის მეხუთე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მოქმედი ჩემპიონი – „სიტი“ ერლინგ ჰალანდმა მე-9 წუთზე დააწინაურა, ეს მისთვის მანჩესტერული გუნდის რიგებში მე-100 გოლი იყო 105-ე შეხვედრაში.
ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ამ მაჩვენებლით კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა, რომელსაც მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 100 გოლისთვის ასევე 105 მატჩი დასჭირდა.
ამ მომენტისთვის „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა, ხოლო ჰალანდს 10 გოლი აქვს და მიმდინარე სეზონშიც ბომბარდირთა დავის ლიდერია.